მთავარ გვერდზე

arrow_right

სააგენტოს შესახებ

arrow_right

სტრუქტურა

arrow_right

ელისო გელაშვილი

search close_small
person_pin

ელისო გელაშვილი

Eliso Gelashvili

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

დაბადების თარიღი: 04.05.1989

უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული

 

 

განათლება და კვალიფიკაცია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი;

იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრი.

საქართველოს უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი.

 

სამსახურეობრივი საქმიანობა:

2023 წლის თებერვლიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

2022-2023 წლები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

2017-2022 წლები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი;

2016-2017 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

2015-2016 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი;

2009-2014 წლები-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის იურისტი;

 

მიღწევები, პუბლიკაციები, ტრენინგები, პროექტები:

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი/ტრენინგი როგორც სამართლებრივი, ისე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. სხვადასხვა დროს იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი საჯარო სამართალისა და მიწის სამართლის მიმართულებით.

12.2022 თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება საჯარო სამსახურში (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია) - ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება

10.2022 გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ინსტიტუციონალიზაცია (გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) პროექტი "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში) - ცოდნის გაღრმავება დოკუმენტაციის შედგენის მიმართულებით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

11.2021 პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება (სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი) - ცოდნის გაღრმავება პოლიტიკის დოკუმენტების დოკუმენტაციის შედგენის მიმართულებით

09.2021-11.2021 აზროვნების აკადემია, ანდრო დგებუაძის საავტორო კურსი (მენეჯმენტის ფილოსოფია) მენეჯმენტის მიმართულებით დაგროვებული გამოცდილების თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ კონტექსტში გააზრება

05.2021 ევროკავშირის ერასმუსის პროგრამა (პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებლივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში) - პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ქართული და ევროპული (GDPR) სამართლის რეგულაციები, შედარებითი ანალიზი

04.2020 მონაცემთა გაცვლის სააგენტო (ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის რისკების მართვა) - ცოდნის შეძენა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების მიმართულებით, ასევე მონიტორინგი, რისკების გამოვლენა, მართვა და რისკებთან მოპყრობის წესები

12.2019 შვედეთის კადასტრის და მიწის რეგისტრაციის ორგანო (სასწავლო ვიზიტი - ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა) - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარება, ერთობლივ სტრატეგიაზე მუშაობა

05.2019-04.2020 საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) (ეროვნული უსაფრთხოება და მედია კომუნიკაციები) - სტრატეგიული კომუნიკაციის საფუძვლები, კომუნიკაციის არხები და მათი სათანადოდ გამოყენება (მიზნის შესაბამისად)

11.2018 Qlik Education (Qlik Sense-ში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის ვიზუალიზაციის მოდელის შექმნა) - სტატისტიკის ვიზუალიზაციის ელექტრონულ პროგრამაში, სამომხმარებლო დონეზე, მოდულების აწყობა

11.2018-12.2019 პროექტი: „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (საჯარო პოლიტიკის ანალიზი) - პოლიტიკების ანალიზი, პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა, RIA, GIA და ა.შ.

11.2018 გერმანიის თანამშრომლობის ფონდის (GIZ) უკრაინის ოფისი (კონფერენცია - „ელექტრონული მმართველობის მოქალაქეზე ორიენტირებული პროცესები და ადმინისტრაციული სერვისების მიწოდების რეფორმის ტენდენცია“) - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ადმინისტრაციული სერვისების მიწოდების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება