მთავარ გვერდზე

arrow_right

სააგენტოს შესახებ

arrow_right

სტრუქტურა

arrow_right

ზურაბ ლაზუაშვილი

search close_small
person_pin

ზურაბ ლაზუაშვილი

Zurab Lazuashvili

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მართვის დეპარტამენტის არქივისა და მონაცემთა დამუშავების სამსახურის უფროსი


დაბადების თარიღი: 14.09.1975 წ.


უცხო ენები: რუსული, გერმანული და ძველი ლათინური ენები.

განათლება და კვალიფიკაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (მიმართულება:  სახელმწიფოს და სამართლის ისტორია).
თბილისის  საერთაშორისო ეკონომიკისა და ინფორმაციის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამსახურებრივი საქმიანობა:
2022 წლის მაისიდან დღემდე - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მართვის დეპარტამენტის არქივისა და მონაცემთა დამუშავების სამსახურის უფროსი.
2017 წლიდან 2022 წლის მაისამდე - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის უფროსი.
2016-2017 წლებში - საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
2014 წლის აპრილიდან - არქივის სამსახურის უფროსი.
2010-2014 წლებში - ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფის სექტორის უფროსი.
2007-2010 წლებში - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი (სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში).

2003 - 2006 წლებში - თბილისის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის ეკონომიკურ-იურიდიული ინსტიტუტის და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
1999 - 2006 წლებში - ადვოკატი. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
1998-1999 წლებში -  ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კურიერი.

 

მიღწევები, პუბლიკაციები, სასწავლო კურსები, პროექტები:


ზურაბ ლაზუაშვილმა საჯარო სამსახურის ბიუროში გაიარა მენტორინგის სრული პროგრამა, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სასწავლო კურსში, მათ შორის, ,,მენტორინგი და ქოუჩინგი საჯარო დაწესებულებებში“,  ,,ცვლილებების მართვა“, ,,დისტანციური მუშაობა საჯარო სამსახურში“, SWOT ანალიზი - მენეჯერული მექანიზმი სტრატეგიული განვითარების მხარდასაჭერად“, ,,შედეგზე ორიენტირებული მართვა“ და სხვა.
 გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში - მოსამართლის თანაშემწის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრში - საგადასახადო მოხელეთა, საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში - ადვოკატთა მოსამზადებელი კურსები; საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში -  „პოლიტიკა და სამართალი“, ,,მენეჯმენტი“, ,,თანამშრომელთა შეფასება“, ,,განმავითარებელი უკუკავშირი და კომუნიკაცია“, ,,პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტები - სტრატეგიული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა“, ,,საქმისწარმოება და დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა“.
 პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება 

  ხელმძღვანელობდა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივების ცენტრალიზების მასშტაბურ პროექტს, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტთან - „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - თანამშრომლობით განხორციელდა.