მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „შეფასების ერთიანი სისტემა“ დანერგა

search close_small

17 სექტემბერი 2024

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „შეფასების ერთიანი სისტემა“ დანერგა

news_image

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ხარისხის მართვის ევროპული მოდელი –„შეფასების ერთიანი სისტემა“ დანერგა

ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული ერთეულის სხვადასხვა რანგის თანამშრომლისგან დაკომპლექტებულმა „შეფასების ერთიანი სისტემის“ სამუშაო ჯგუფმა, საჯარო რეესტრის საქმიანობა ხარისხის მართვის ევროპული მოდელით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასა და განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმა.

,,შეფასების ერთიანი სისტემის“ დანერგვის მიზანი საჯარო სექტორის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მექანიზმი აუმჯობესებს, სახელმწიფო უწყებების ორგანიზაციულ დაგეგმარებასა და სერვისების მიწოდების პროცესს. შედეგად, იზრდება სახელმწიფო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რაც იწვევს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაუმჯობესებას.

პროექტის კოორდინატორია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.