მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

უზბეკეთის რესპუბლიკის კადასტრის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი

search close_small

25 სექტემბერი 2024

უზბეკეთის რესპუბლიკის კადასტრის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
საჯარო რეესტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის კადასტრის სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უზბეკეთის რესპუბლიკის კადასტრის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
 
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის, სამისამართო რეესტრის წარმოების, გეოდეზიის, კადასტრისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. დელეგაცია გაეცნო და დაინტერესდა საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტებით - სისტემური რეგისტრაციის პროცესში დანერგილი ელექტრონული ოქმის აპლიკაციით და გონიერი კონტრაქტით.
 
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას უმასპინძლეს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ვახტანგ ბოხაშვილმა და ელისო გელაშვილმა, ასევე, მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ და სააგენტოს წარმომადგენლებმა.
 
სასწავლო ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.