მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

აზერბაიჯანის დელეგაცია საჯარო რეესტრის წარმატებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო

search close_small

18 ოქტომბერი 2024

აზერბაიჯანის დელეგაცია საჯარო რეესტრის წარმატებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანის ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ სააგენტოში მიმდინარე პროექტებსა თუ რეფორმებს. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრეთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობასა და ინოვაციურ პროდუქტზე - რეფორმის პროცესში დანერგილ ელექტრონული ოქმის აპლიკაციაზე.
აზერბაიჯანულ მხარეს სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს პრეზენტაცია ინოვაციურ პროდუქტზე - გონიერ კონტრაქტზე. ასევე, საუბარი შეეხო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასა და გეოსივრცით განვითარებას სააგენტოში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებმა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს მათთვის საინტერესო საკითხების დეტალურად განხილვისთვის. დაიგეგმა სამომავლო ვიზიტიც.
საჯარო რეესტრსა და აზერბაიჯანის კოლეგა უწყებას შორის 2023 წლის 2 ივნისს დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას კოლეგა უწყებებს შორის - უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისა და კადასტრის სფეროში.