მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

search close_small

14 ნოემბერი 2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, მოადგილესთან - ვახტანგ ბოხაშვილთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები განიხილა.
სამუშაო შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საველე საამზომველო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
🔹მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
რეფორმის ფარგლებში საამზომველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 42 მუნიციპალიტეტში დასრულებულია.
2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 500 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.