სააგენტოს შესახებ arrow_drop_down
საჭირო ინფორმაცია arrow_drop_down
საჯარო ინფორმაცია arrow_drop_down
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქალაქ ლისაბონში გამართულ ყოველწლიურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს
ვებ სამიტი, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიები და ინოვატორები იყრიან თავს, საშუალებას აძლევს სააგენტოს, გაეცნოს უახლეს საერთაშორისო ტენდენციებს ტექნოლოგიების სფეროში, გააუმჯობესოს არსებული სტანდარტები და გააძლიეროს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
სააგენტოს წარმომადგენლებისთვის კონფერენცია მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და სააგენტოს წარმატებული სერვისების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობისთვის ღირებული პარტნიორების მოძიებას.
მსოფლიო ბანკის 2024 წლის კვლევის მიხედვით "ბიზნესისთვის მზაობა" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებმა უმაღლესი შეფასება მიიღო
ოთხდღიანმა ღონისძიებამ, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიყარეს თავი, წელს დაახლოებით 70,000 ზე მეტ ადამიანს, 3000-ზე მეტ სტარტაპსა და 1000-ზე მეტ მაღალი რანგის მომხსენებელს უმასპინძლა. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება იყო