21 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურისა და ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხონის მუნიციპალიტეტის მათხოჯისა და კუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის როდინაულის, მეორე სვირის, ქვედა საქარას, ზოვრეთისა და დილიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონის მუნიციპალიტეტის გლოლას, გომისა და ჭიორას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარას ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის, გავაზისა და მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თავწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკას, ეშტიასა და განძას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის, არწივანის, წინწყაროს, ჩივთკილისა და გუმბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.