მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საჯარო გამოქვეყნება

search close_small

18 თებერვალი 2025

საჯარო გამოქვეყნება

news_image
📌მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის, ჭალის, ცხომარეთისა და ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფუთის, შორაპნის, სანახშირესა და პირველი სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მელექედურის, მაკვანეთისა და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჯუგაანისა და ძველი ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
🔷14 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
🌐 მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge, www.slr.napr.gov.ge
ასევე
✅ საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
➡ საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის, ჭალის, ცხომარეთისა და ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
➡ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფუთის, შორაპნის, სანახშირესა და პირველი სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
➡ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მელექედურის, მაკვანეთისა და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
➡ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჯუგაანისა და ძველი ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულებში და იუსტიციის სახლებში
❗ იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 14 თებერვლიდან 18 მარტის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
☎ დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
🔷 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.