იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის - ანრი ოხანაშვილის ინიციატივით გორის რეგიონულ ოფისს ესტუმრნენ და სააგენტოს თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს.
სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ და მოადგილემ - ქრისტინე კუპრავამ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ექვსი შვილის დედას - მაგული ბუზიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და დედის დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მაგული ბუზიაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2006 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს.